AI აკადემია

თუ გინდა სრულად იყენებდე AI-ის პოტენციალს საკუთარ პროფესიასა და საქმეში — დაესწარი ვებინარს!

შენ AI არ გჭირდება, შენ გჭირდება ეფექტური ინსტრუმენტები.

დარეგისტრირდი 45 წუთიან უფასო ვებინარზე

ოთხშაბათი - კვირა I 21:00 (თბილისის დროით)

“

ხშირად მეკითხებიან, თუ როგორ შეიძლება AI-ის პოტენციალის სრულად და ეფექტურად გამოყენება სხვადასხვა პროფესიაში. მე ჩემს სტუდენტებს პრაქტიკაში ვასწავლი, როგორ მიაღწიონ ამას და დააინტეგრირონ AI საკუთარ საქმიანობებში.

ამისთვის პირველ რიგში მათ ვარკვევ საფუძველში და ვუხსნი, რა არის AI, როგორ მუშაობს ეს ტექნოლოგია და რა შეუძლია.

შემდეგ ვუხსნი, რა არის ინსტრუმენტების ცნება და რაოდენ მნიშვნელოვანია სწორი ინსტრუმენტების გამოყენება — რადგან რეალურად ის, რაც საქმეში შენ უფრო ეფექტურს გხდის, არის არა AI, არამედ სწორი და მძლავრი ინსტრუმენტები. AI კი ამ ინსტრუმენტების შექმნაში უბადლოა.

სწორად ასე ხდება AI მაქსიმალურად ეფექტური და პრაქტიკაში გამოსადეგი — შენ მას შეგიძლია შეაქმნევინო ძალიან ეფექტური, შეუზღუდავი რაოდენობის ინსტრუმენტი, რომელიც პერსონალურად იქნება შენზე მორგებული და გახდის შენს საქმიანობას უფრო ჩქარს, ხარისხიანს და მასშტაბურს.

1 · საფუძველი — ნაბიჯი, რომლის გარეშეც არაფერი გამოვა

ჯერ უნდა გაერკვე საფუძველში — რა არის AI, როგორ მუშაობს და რა შეუძლია. მერე გაერკვევი, რა არის ინსტრუმენტები AI სამყაროში და რამდენად მნიშვნელოვანია ეს შენთვის. გასწავლი, როგორ შექმნა სხვადასხვა სახის ინსტრუმენტები შენი საქმისთვის, AI-ის გამოყენებით. ეს არის საფუძველი — ნაბიჯი 1, რომლის გარეშეც არაფერი გამოვა.

2 · ინსტრუმენტები

შემდეგ ჩნდება კითხვა — კი მაგრამ რა არის ის ინსტრუმენტები, რომელიც მე ჩემ საქმეში მჭირდება და გამომადგება? გასწავლი, როგორ შეარჩიო და შექმნა კონკრეტულად შენზე მორგებული ინსტრუმენტები. პირველ რიგში გავერკვევით, რა კატეგორიის და დიაპაზონის ინსტრუმენტები არსებობს, პრაქტიკაში შექმნით, შემდეგ გავტესტავთ მათ და დავადგენთ, რომელია ჩვენი საქმისთვის ეფექტური. შენ შეგიძლია გქონდეს არა ერთი ინსტრუმენტი, არამედ რამდენიც დაგჭირდება — მას შემდეგ რაც ინსტრუმენტების შექმნა იცი, მათი შექმნა ისეთივე იოლია, როგორც ექსელში ცხრილების შექმნაა. როგორც ექსელში, აქაც — რთულ ინსტრუმენტს მეტი დრო სჭირდება შესაქმნელად, მარტივს ცოტა.

3 · AI აგენტები

საკუთარ ინსტრუმენტებს უკვე ქმნი AI-ით და იყენებ, მაგრამ ეს მაინც არაა მაქსიმალური ეფექტი, რასაც შეგიძლია მიაღწიო — რადგან შენ ჯერ არ გაქვს სისტემა, რომელითაც ეს ინსტრუმენტები შეგიძლია ერთმანეთს დააკავშირო და გახადო ერთიანი პროცესის ნაწილი. გასწავლი, როგორ შექმნა სისტემები, რომლებიც შენს ნაცვლად მართავენ შენს ინსტრუმენტებს შენი საქმეების შესასრულებლად: რა არის AI აგენტი, როგორ იქმნება და როგორ მუშაობს. პრაქტიკაში ნახავ, როგორ გაწვრთნა სისტემა ისე, რომ მან შენს ნაცვლად იმუშაოს — როგორ მისცე მას შეფასების კრიტერიუმები, რომლითაც ის თავად შეამოწმებს საკუთარ შედეგებს და, თუ საჭირო გახდა, გამოასწორებს თავადვე.

მას შემდეგ, რაც ამასაც შეძლებ, უკვე თამამად შეგიძლია თქვა, რომ შენ ტექნოლოგიას სრულფასოვნად იყენებ შენს საქმეში და შეძლებ რეალურად გადააბარო შენი განმეორებადი საქმეების უმეტესობა.

საფუძველი, ინსტრუმენტები, AI აგენტები — სამი ნაბიჯი მწვერვალამდე.

თუ გაინტერესებს, ეს როგორ ხდება პრაქტიკაში

დაესწარი ჩემს უფასო ვებინარს, გაიარე რეგისტრაცია, გამოყავი 45 წუთი — და მე ამ ყველაფერს ვებინარზე კიდევ უფრო დეტალურად აგიხსნი.