მუსიკის შექმნა AI-ის გამოყენებით (Suno)
შექმენი მუსიკა AI-ით და ისწავლე ყველაფერი, რისი გაკეთებაც Suno-ში მუსიკისთვის შეიძლება. შეძლებ სიმღერის ტექსტის დაწერას, სტილის არჩევას, ხმის მორგებას, საკუთარი ქავერისა და რემიქსის გაკეთებას. საბოლოოდ სრულყოფილი მუსიკა გექნება, რომელსაც დამოუკიდებლად შექმნი.
ფოტო და ვიდეო გენერაცია AI-ის გამოყენებით
დაიწყე ფოტოსა და ვიდეოს გენერაცია AI-ით. კურსზე ისწავლი როგორ გამოიყენო ფოტო და ვიდეო გენერატორები პროფესიონალურად, როგორ შექმნა ავატარი და როგორ „გააცოცხლო“ მისი პერსონაჟი. ასევე გაიგებ, როგორ შექმნა ხმა და მუსიკა, რომ კონტენტი სრულყოფილი იყოს. დამოუკიდებლად შეგიძლია შექმნა ნებისმიერი სახის ვიდეო/კლიპი, მსახიობების, აპარატურისა და ზედმეტი ხარჯების გარეშე , ასევე აუდიო-ვიდეო მასალა შენი კურსისთვის ან პროდუქტისთვის.
AI ნულიდან – ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები
დაიწყე ხელოვნური ინტელექტის შესწავლა ნულიდან და გაიგე, რა არის AI, როგორ მუშაობს ChatGPT, Claude და Gemini და რა ინსტრუმენტები არსებობს. ისწავლი, როგორ მისცე სწორი ინსტრუქცია და როგორ აირჩიო ამოცანის მიხედვით სწორი ინსტრუმენტი.
საკუთარ GPT-სა და ბოტსაც თავად გააკეთებ და იმას, რაც უკვე გაქვს, უფრო ჭკვიან სისტემად გადააქცევ.
AI-ის გამოყენება Excel-ში
კურსის გავლის შემდეგ შეძლებ დამოუკიდებლად ჩააშენო AI აგენტი Excel-ის უკვე არსებულ ცხრილებში, AI-ს დააწერინო ფორმულები, გაასუფთავებინო და დაალაგებინო მონაცემები, გააანალიზებინო ციფრები.
ის თავად ააგებს გრაფიკებსა და ცხრილებს, მოამზადებს რეპორტს, აგიხსნის უცნობ ცხრილს და გამოგისწორებს შეცდომებს და შენც ფორმულების დაზეპირებაც აღარ დაგჭირდება. ნულიდან შექმნი რთულ და მასშტაბურ ცხრილებს ან საკუთარ Excel-ს შენზე მორგებული ფუნქციონალით. საბოლოოდ გეყოლება Excel-ის სუპერმცოდნე ასისტენტი, რომელიც 24 საათი შეგიძლია ამუშავო.