AIACADEMIA 2 დღე · 15 საათი · დასწრებით უყურე ვიდეოს
ორდღიანი პრაქტიკული ვორქშოფი

გინდა რომ გქონდეს აპლიკაცია, ბევრი რამ ცადე, მაგრამ უშედეგოთ.

ცადე პროგრამისტებთან ურთიერთობა, ინვესტორის მოძიება — მაგრამ უშედეგოდ. მე ორ დღეში გასწავლი, როგორ ააწყო აპლიკაცია შენით, დასაწყისიდან გამოქვეყნებამდე. ერთ კვირაში ის სხვებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება — არ დაგჭირდება კაპიტალი და დიდი დანახარჯები, მარტოც შეძლებ, არავის დახმარება არ დაგჭირდება და ეს არავითარ ტექნიკურ ცოდნასა და უნარებს არ მოითხოვს.

2 დღესწავლა და აწყობა
1 კვირაიდეიდან App Store-მდე
0 სტრიქონიკოდი, რომელიც შენ უნდა დაწერო
15 საათი
შაბათი–კვირა · 11:00–20:00
დასწრებით · 9+ სთ hands-on
უყურე ვიდეოს 20-წუთიან ვიდეოში დეტალურად მოგიყვები, როგორ ხდება ეს, და გაჩვენებ ჩემი სტუდენტების შედეგებს.
სად ხარ ახლა

ეს ვორქშოფი შენთვისაა, თუ…

თუ აქედან ორი მაინც ამოიცანი — ეს გვერდი ზუსტად შენთვის დავწერე.

დაპირება

მე გასწვალი როგორ შექმნა აპლიკაცია შენ თავად, მხოლოდ შენი საკუთარი რესურსით, თუ ეს რთული და დაუჯერებელი გგონია, უყურე ვიდეოს და პრაქტიკაში განახებ როგორი იოლია

შედეგად აღარ მოგიწევს პროგრამისტებთან ურთიერთობა, აღარ დახარჯავ ბევრ დროსა და ფულს და შენი ამდენი ხნის ჩანაფიქრი რეალობად იქცევა ისე, რომ არც პროგრამირების ენის სწავლა მოგიწევს — და შენი გაკეთებული პროგრამა იქნება ხარისხიანი, უსაფრთხო და სტაბილური.

უყურე ვიდეოს ჯგუფი მცირეა — თითოეულ მონაწილესთან პირადად ვმუშაობთ.
ძველი გზა

სამი გზა გქონდა. სამივე ვიღაც სხვაზე გხდიდა დამოკიდებულს.

ალბათ სამივე ცადე. ან სამივეზე მაინც იფიქრე.

01 ვერსია ა

დეველოპერების გუნდს ელაპარაკე

ბიუჯეტიც მიიღე, მაგრამ უდიდეს დანახარჯებს მოითხოვდა მათთან ურთიერთობა.

02 ვერსია ბ

პროგრამირების სწავლა ცადე

ესეც რთული და გრძელი გზაა — მხოლოდ სწავლას რამოდენიმე წელი ჭირდება.

03 ვერსია გ

ფრილანსერი პარტნიორად

პროგრამისტი, ვინც „იდეას გაიზიარებს". დღეს არის, ხვალ ქრება. შენი პროექტი მის გრაფიკსა და მოტივაციაზეა მიბმული.

ახლა სხვა დროა, AI ეპოქაში უკვე მარტივად შეგიძლია აპლიკაცია შექმნა შენით, ეს ყველაზე მოკლე, უდანახარჯო და იოლი გზაა, შენ მხოლოდ რამოდენიმე frameworkში უნდა გაერკვიო და ისწავლო როგორ აქიო ხელოვნური ინტელექტი დეველოპერების გუნდათ. უყურე ამ 20 წუთიან ვიდეოს, დარწმუნდები რომ ეს რეალურია, ადვილია და შენც შეძლებ თან რომ ეს სასიამოვნო, არარუტინული და შემოქმედებითი პროცესია.
ხუთი დაჯერება

შენი ამდენი წლის ჩანაფიქრი რეალობად იქცევა და ბოლოს და ბოლოს, შეძლებ შენი ჩაფიქრებული სტარტაპის დაწყებას.

ყველაფერს, რაც ქვემოთ მარცხნივ წერია, ადრე შეეძლო დაებრკოლებინე. ახლა სხვა რეალობაა, ყველაზე სწორი გზა, შენით ქმნაა.

რას ფიქრობ ახლა
როგორ არის სინამდვილეში
„მინიმუმ ექვსი თვე მჭირდება და სრულ განაკვეთზე უნდა გადავერთო."
ორი დღე და ერთი კვირა. შაბათ-კვირას, სამსახურის პარალელურად. არც ერთი არსებული საქმე არ უნდა მიატოვო.
„პარალელურად ეს არ გამომივა — ასეთ საქმეს სრული განაკვეთი უნდა."
სრული განაკვეთი შედეგს არ ქმნის — სისტემა ქმნის. 15 საათი სტრუქტურირებულ მუშაობას უფრო შორს მიჰყავხარ, ვიდრე ექვსი თვე ქაოსურ მცდელობას.
„ჯერ პროგრამირება უნდა ვისწავლო, რომ პროგრამისტებთან საერთო ენა გამოვნახო."
საერთო ენა აღარ გჭირდება — თუ შუამავალი აღარ არის. ისწავლი არა კოდის წერას, არამედ იმას, როგორ აღწერო, ააწყო და შეამოწმო აპლიკაცია.
„მჭირდება ტექნიკური პარტნიორი, ვინც პროგრამირებაში ერკვევა."
იმ პარტნიორის ადგილას დღეს ინსტრუმენტი დგას. და ის შენს წილს არ ითხოვს, არ ქრება და არ ეკამათება შენს იდეას.
„სასტარტო კაპიტალი მჭირდება — 20 000 დოლარამდე."
ასე იყო. დღეს პირველი მუშა ვერსიის მთავარი ფასი ფული აღარ არის — შენი ორი დღეა.
სად მიდიხარ

ორი დღის მერე ეს გექნება.

ორ დღეში

ცოცხალი აპლიკაცია, რომელიც მუშაობს

საჯარო ლინკი, რომელსაც გახსნი ტელეფონში, გამოიყენებ და მეგობარს გაუზიარებ. შენ ააწყვე — ეკრანი ეკრანზე, შენი ხელით.

ერთ კვირაში

ის App Store-ზეა

გამოქვეყნებული, ჩამოსატვირთი და შენი სახელით. ის აპლიკაცია, რომელიც წლებია მხოლოდ თავში გქონდა, საჯაროდ არსებობს.

ერთადერთი დაბრკოლება რამაც ახლა შენი აპლიკაციის შექმნა შეიძლება დააბრკოლოს, არის რომ არ დაიჯერო რომ შენით შეგიძლია ის შექმნა.

ეს მარტივი და შემოქმედებითი პროცესია, გამოყავი 15 წუთი, უყურე ვიდეოს და ამაში თავად დარწმუნდები".

არც ენის სწავლა, არც პროგრამისტებთან მოლაპარაკება, არც დეველოპერული ბიუჯეტი.

სანამ გადაწყვეტ

უყურე ამ 20-წუთიან ვიდეოს.

ვაჩვენებ, როგორ იწყობა აპლიკაცია ნულიდან — თავიდან ბოლომდე, ყოველგვარი შემოკლების გარეშე. ვიდეოს ბოლოს დარწმუნდები, რომ ეს რეალურია, ადვილია და შენც შეძლებ — და დაინახავ, რომ ეს რუტინული საქმე არ არის. შემოქმედებითია.

ვიდეო მალე დაემატება
რატომ ღირს

რატომ გჭირდება ეს სინამდვილეში.

ვისთვისაა

სწორი მონაწილე მოდის არა მოსასმენად — ასაშენებლად.

ჯგუფი მცირეა და თითოეულ მონაწილეს პირადად ვუდგებით გვერდით. ამიტომ ჯობია, ახლავე გაირკვეს.

მოდი, თუ
  • კონკრეტული იდეა გაქვს — ან მკაფიო პრობლემა, რომლის გადაჭრაც გინდა.
  • გინდა რეალურად ააწყო აპი, აგენტი ან ბიზნეს-workflow, და არა მხოლოდ მოისმინო.
  • არ გაშინებს beginner დონის კოდი AI-assisted გარემოში.
  • გინდა დაინახო, როგორ იქცევა პროდუქტი შემოსავლად.
  • სამსახური გაქვს და ეს ყველაფერი მის პარალელურად გინდა.
არ მოხვიდე, თუ
  • ზოგადი AI ტრენდები და ინსპირაცია გაინტერესებს.
  • პრაქტიკული დავალებების გარეშე სწავლა გირჩევნია.
  • weekend sprint-ის ინტენსივობა არ გინდა — აქ ორი სრული დღე იმუშავებ.
  • ელოდები, რომ პროგრამირებას ნულიდან გასწავლიან.
  • გინდა, რომ აპლიკაცია ჩვენ გაგიკეთოთ — ეს ვორქშოფია, არა სტუდია.
ვინ ატარებს

პრაქტიკოსები, რომლებიც თეორიას გამოქვეყნებულ პროდუქტამდე მიიყვანენ.

კურსის ავტორი და წამყვანი

ლევან ბახია

ქოუჩი, AI სპეციალისტი და ენტრეპრენიორი. მისი ხელმძღვანელობით მიდის კურსი იდეიდან ბიზნეს-მოდელამდე და პირველ კლიენტებამდე — პრაქტიკოსი, რომელიც თავადაც აშენებს.

თანაწამყვანი

ლაშა ჭიტაძე

AI tutor და პრაქტიკული AI განათლების ავტორი. 200+ ადამიანი გადამზადებული — AI საფუძვლებიდან Claude Code-სა და აგენტების პრაქტიკამდე.

200+გადამზადებული ადამიანი
4საფეხური: საფუძვლები → გამოყენება → Claude Code → აგენტები
15საათი, საიდანაც 9+ hands-on lab
6არტეფაქტი, რომელსაც სახლში მიიტან
კითხვები

ის, რასაც ყველაზე ხშირად მეკითხებიან.

ნამდვილად არ მჭირდება პროგრამირების ცოდნა?

ნამდვილად. კოდს არ წერ — აღწერ, რა გინდა, და ამოწმებ შედეგს. მთელი უნარი სწორედ იმაშია, როგორ აღწერო და როგორ შეამოწმო. ეს ორ დღეში ისწავლება და ვორქშოფზე პირველივე საათებიდან პრაქტიკაში გააკეთებ. ერთადერთი, რაც გამოგადგება — AI-ის საფუძვლების ზოგადი წარმოდგენა.

რა ფორმატია და რამდენ ხანს გრძელდება?

ორი დღე, დასწრებით: შაბათი და კვირა, 11:00-დან 20:00-მდე — სულ 15 საათი, საიდანაც 9+ საათი ხელით მუშაობაა (hands-on lab). პირველი დღე — აწყობა, მეორე დღე — ფასი, არხი და პირველი კლიენტები. ზუსტ თარიღს რეგისტრაციის შემდეგ გამოგიგზავნი.

სამსახურის პარალელურად შევძლებ?

დიახ — სწორედ ასე არის აწყობილი. ვორქშოფი შაბათ-კვირას ტარდება, ხოლო გამოქვეყნებამდე დარჩენილი სამუშაო რამდენიმე საღამოს ითხოვს. აქ არც ექვსთვიანი კურსია და არც ყოველდღიური გრაფიკი. სამსახურის მიტოვება არ გჭირდება — და არც უნდა გააკეთო ჯერ.

იდეა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ მაქვს. მაინც მოვიდე?

კი. პირველი დღის პირველი ბლოკი სწორედ იმაზეა, რომ ჩანაფიქრი კონკრეტულ, აწყობად სპეციფიკაციად გადაიქცეს. თუ იდეა საერთოდ არ გაქვს, დაიწყე იქიდან, რაც შენსავე ყოველდღიურობაში ყველაზე მეტად გაღიზიანებს — პირველი აპლიკაცია ჩვეულებრივ სწორედ ეს არის.

Lovable და ChatGPT უკვე ვცადე და არ გამომივიდა. რით განსხვავდება ეს?

იმით, რომ ინსტრუმენტი პრობლემის ნახევარია. აქ მეთოდს იღებ: როგორ აღწერო სპეციფიკაცია ისე, რომ შედეგი წინასწარ განსაზღვრული იყოს; როგორ იპოვო მიზეზი, როცა რამე გატყდება; და როგორ მიიყვანო პროექტი დემოდან პროდაქშენამდე. დემო ბევრს გამოსდის — გამოქვეყნებამდე ცოტა აღწევს.

და როცა მერე ცვლილება დამჭირდება — ისევ ვიღაცას ვეძებო?

არა. ეს არის მთელი აზრი. ცალკე ბლოკი ეთმობა იმას, როგორ დაამატო ახალი ფუნქცია და როგორ გაასწორო გატეხილი — მას შემდეგ, რაც ვორქშოფი დასრულდება.

რამდენად უსაფრთხო და სტაბილური იქნება ის, რასაც ავაწყობ?

გამოქვეყნებამდე ცალკე ეტაპი ეთმობა შემოწმებას: რა შეიძლება გატყდეს, სად ინახება მონაცემები, როგორ მუშაობს auth და რას ითხოვს App Store. აპლიკაცია სწორედ ამ შემოწმების გავლის შემდეგ იტვირთება.

ტექნიკურად რა მჭირდება?

ლეპტოპი, ინტერნეტი და ორი დღე, როცა სხვა არაფერი გაწუხებს. დანარჩენს — რა დააყენო და როგორ — რეგისტრაციის შემდეგ გამოგიგზავნი.

შემდეგი ნაბიჯი

უყურე ვიდეოს.

დატოვე მონაცემები და გამოგიგზავნი თარიღს, დროს და იმას, რა უნდა მოამზადო ვორქშოფამდე. თუ შენი იდეა ვორქშოფის ფორმატს არ ერგება, ამას წინასწარ გეტყვი.

ჯობია ჯერ პირადად ვისაუბროთ? მომწერე: info@aiacademia.ge

უყურე ვიდეოს →